საქართველოს შესახებ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში - დიპლომატები 23 ივნისს შეიკრიბებიან - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში - Palitra News

საქართველოს შესახებ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში - დიპლომატები 23 ივნისს შეიკრიბებიან - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში

2025-06-20 12:23:49+04:00

საქართველოს შესახებ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში - დიპლომატები 23 ივნისს შეიკრიბებიან. საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება. განსახილველი თემა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომია. 23 ივნისს უნდა განისაზღვროს დებატების თარიღიც. შესაბამისი მოთხოვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დღის წესრიგშია ასახული. დებატების თემა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხება. ამავდროულად, კვლავ შეფასებების თემაა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია. ევროდეპუტატების ნაწილი, ევროკავშირს ქართული ოცნების მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. როგორია მოლოდინები ოპოზიციაში და რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში?!