გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჟღერებულ მოთხოვნებს - Palitra News

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჟღერებულ მოთხოვნებს

2025-06-20 09:29:37+04:00

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჟღერებულ მოთხოვნებს - ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინები ნეგატიურია. მხარეები რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს სრულად იზიარებენ და იმედოვნებენ, რომ დოკუმენტს ევროკავშირის სტრუქტურების მხარდაჭერაც ექნება. მესამე სექტორი ყურადღებას იმ პრობლემებზეც ამახვილებს, რომლის წინაშეც მედია გარემო დგას. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი პარტია კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობას ცდილობს.