პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს - გიორგი ვაშაძეს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს - Palitra News

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს - გიორგი ვაშაძეს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს

2025-06-20 09:27:42+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს - გიორგი ვაშაძეს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მესამე სექტორი საკითხს პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მათი თქმით, “ქართული ოცნება” პოლიტიკური ოპონენტების დასჯისთვის ყველა გზას მიმართავს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობაში იმყოფებიან კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები, ნიკა გვარამია; ნიკა მელია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - ირაკლი ოქრუაშვილი.