საქართველოს შესახებ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგშიც იქნება. საბჭოს, 23 ივნისს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება. განსახილველი თემა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომია. ამავდროულად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორშაბათს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში მოთხოვნილია ჩაინიშნოს დებატები, სახელწოდებით: „ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ქვეშ მყოფი სხვა პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოწოდება" . დებატების თარიღი ასევე 23 ივნისს განისაზღვრება. რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკურ მხარეებს?!