“ვიცავთ მედიას - ვიცავთ თავისუფლებას” - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან აქციას გამართეს. დემონსტრანტები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს შენობასთან გადაინაცვლეს. დღეს, მარეგულირებელ კომისიაში სხდომაა დაგეგმილი, სადაც სამი სხვადასხვა ტელევიზიის - ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარის - წინააღმდეგ “ქართული ოცნების” სარჩელებს განიხილავენ. აქციის მონაწილეები მედიების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებას აპროტესტებენ. როგორც ამბობენ, არსებობს რეალური რისკი, რომ ტელევიზიები საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ ცენზურას დაექვემდებაროს. აქციის მონაწილე პირებმა მოთხოვნებს შორის დაასახელეს “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის - მზია ამაღლობელის განთავისუფლება.