პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1986 წელს დაბადებულ მსჯავრდებულთან ერთად, 2020-2024 წლებში, როგორც სამშენებლო კომპანია „სექტორი 7“-ის ხელმძღვანელები, მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართებს ყიდდნენ. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულია სულ 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.