„ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სტანდარტული თვალსაზრისით, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიწვევის პრაქტიკა არ არსებობს. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპონენტები. კონკრეტული არასამთავრებო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს ხელისუფლებას მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოიწვისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის საელჩოც. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიმართვის მიუხედავად, ბრიტანეთის საელჩო უკვე ერთი კვირაა რაც არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და დღეს.