ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-19 15:02:57+04:00

სტრასბურგში ევროპარლამენტის გარდა საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებას დაუთმობენ ბრიუსელშიც. 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება. საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება, ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება. მოვისმენთ თუ არა კრიტიკას ამჯერად ბრიუსელიდან, პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.