ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით

2025-06-19 12:20:24+04:00

თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

„თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს“ განიხილავს.

„თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გვერდით გადგნენ“, - აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ.