"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ამერიკელი მწერლისა და ესეისტის , ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი, ორიგინალი 2006 წელს ინგილისურად გამოიცა და ნათარგმნია 30 ენაზე - Palitra News

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ამერიკელი მწერლისა და ესეისტის , ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი, ორიგინალი 2006 წელს ინგილისურად გამოიცა და ნათარგმნია 30 ენაზე

2025-06-19 09:52:40+04:00

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ამერიკელი მწერლისა და ესეისტის , ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი. ორიგინალი 2006 წელს ინგილისურად გამოიცა და ნათარგმნია 30 ენაზე.წიგნის სიუჟეტი ოცდაათ წელს გადაცილებულ ელიზაბეტზე მოგვითხრობს, რომელსაც ერთი შეხედვით აქვს ყველაფერი რაც ქალს ბედნიერებისთვის ჭირდება, სახლი , ქმარი , მწერლის კარიერა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით და განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს იპოვოს ის, რაც აქამდე აკლდა და იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. რომანში აღწერილია ელიზაბეტის 1 წლიანი მოგზაურობა და ცხოვრების სამი განსხვავებული სტილით ცხოვრება სამ ქვეყანაში.ავტორმა რომანი სამ ნაწილად დაყო , თითოეული ნაწილი მიუძღვნა ქვეყნებს სადაც იმოგზაურა. თითო ქვეყანაში გადამხდარი ამბავი 36 ისტორიას აერთიანებს და ასახავს ავტორის მოგზაურობის მნიშვნელოვან დეტალებს. პირველ ნაწილს ელიზაბეტი იტალიას უძღვნის სადაც ის ჭამს , იმატებს წონაში , ერთობა , გაიცნობს შესანიშნავ მეგობრებს და ბევრ საინტერესო სიახლეს ეზიარება. მეორე ნაწილში ავტორი ინდოეთს , მის კულტურასა და ტრადიციებს ეცნობა , იწყებს იოგის ვარჯიშებს , ლოცულობს და გალობს. მესამე ნაწილში კი ლიზი ინდონეზიაში პოულობს იმას რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა , სიმშვიდეს, საკუთარ მეს და სიყვარულს.საბოლოოდ კი მოგზაურობას პატარა კუნძულ ჯილიმეონზე ასრულებს.ელიზაბეტ ჯილბერტი არის ჰემინგუეის კალმის ლაურეატი, ის არაერთი წიგნის ავტორია, "ჭამე ილოცე შეიყვარე" მისი ყველაზე რეზონანსული რომანია. წიგნი ამერიკელ გამავრცელებელთა ასოციაციამ, საუკეთესო გაყიდვად წიგნად აღიარა. 2010 წელს კი რომანი The New York Times-ის - ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის მოხვდა, ეს სტატუსი მან 187 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.