ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 1000-მდე დრონი გაუშვა. მათივე ცნობით, 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისრაელის დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაღუპულია 24 და დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, დანაკარგები უფრო მეტია, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. ისრაელში განმარტავენ, რომ ირანულმა 200-მდე დრონმა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა და საჰაერო სივრცეში შეიჭრა.