,,მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი’’ - ამ სახელწოდებით, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტის საქმის გარდა, ევროპარლამენტარებმა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილეს. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებული ცნობები რეპრესიებად შეაფასეს და დასავლელი პარტნიორებისგან გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ევროპელ დეპუტატებს შორის აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც საკითხზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ამ კონტექსტში გარე ჩარევებზე ისაუბრა.