„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებებისთვის ხელმეორედ დაიბარეს - Palitra News

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებებისთვის ხელმეორედ დაიბარეს

2025-06-19 09:23:12+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებებისთვის ხელმეორედ დაიბარეს გახარია-საქართველოსთვის ლიდერი სავარაუდოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტში ხელმეორედ დაბარებული ოპოზიციური პარტიების ნაწილი -ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე კომისიაზე მისვლას არ აპირებენ. კოალიცია ცვლილებისთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მიიჩნევენ რომ ქართული ოცნება ცდილობს, ციხეში ის ოპონენტები გაუშვას, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ და ცხადად აფიქსირებენ პოზიციას, მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე.