თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ყვარლის ბაგასა" და კომპანია "ჩირინას" შორის მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო დავის განხილვა გაიმართა - Palitra News

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ყვარლის ბაგასა" და კომპანია "ჩირინას" შორის მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო დავის განხილვა გაიმართა

2025-06-18 20:45:53+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ყვარლის ბაგასა" და კომპანია "ჩირინას" შორის მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო დავის განხილვა გაიმართა. მეორე ინსტანციის სასამართლომ "ჩირინას" მტკიცებულებების ნაწილი განიხილა და შემდეგი პროცესი 8 ივლისს ჩანიშნა. კომპანია "ყვარლის ბაგა" 4 მილიონ შვიდასი ათასი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. მათი მტკიცებით, საქონელი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მას "ჩირინასგან" შეძენილი სკინტლი მიაწოდეს. ნაკელში კი პრეპარატი ტეტრაციკლინი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტეტრაციკლინის გამოყენება ქართულ კანონმდებლობას არ უკრძალავს. კომპანია "ჩირინა"კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს,რომ არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.