გიორგი ვაშაძის მხრიდან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენი 20 ივლისს გამოცხადდება. სახელმწიფო ბრალდებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. დრევანდელ პროცესზე გიორგი ვაშაძემ განაცხზადა, რომ პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის დაბარებას ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. ვაშაძეს "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ედავებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაბარების მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გადაიხადა.