პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია მეორედ დაიბარეს - "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი სავარაუდოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს - Palitra News

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია მეორედ დაიბარეს - "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი სავარაუდოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს

2025-06-18 21:02:32+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ - ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებებისთვის ხელმეორედ დაიბარეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კომისიასთან თანამშრომლობას არც ახლა აპირებენ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, კომისიას კითხვები აქვს ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან. გახარია-საქართველოსთვის ლიდერი სავარაუდოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს. პარალელურად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პროკრუატურამ, მათ შორის საბოტაჟის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.