ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. ისრაელმა ირანის რაკეტების წარმოებისა და მფრინავების მომზადების ობიექტებზე 50-ზე მეტი ბომბდამშენით იერიში მიიტანა. ამ სამიზნეებს შორის იყო როგორც მიწა-ზედაპირი, ასევე მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტების წარმოებისთვის გამოყენებული ობიექტები. ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანმა 13 ივნისიდან მოყოლებული, ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა. დარტყმები ქვეყნის 40 სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა. სამხედრო კონფლიქტს, დაპირისპირებაში მყოფი მხარეების ლიდერები გამოეხმაურნენ. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ სიონისტური რეჟიმის დანდობა არ იქნება.