თბილისის მერიამ სპეციალურ ღონისიძიებაზე დედაქალაქის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს შორის დაასახელა ზონალური პარკირებისა და ტაქსების რეფორმა. მისი ინფორმაციით, ქალაქში უკვე გამოყოფილია 13 000-მდე საპარკინგე ადგილი და გარდა ამისა, დაგეგმილია ელექტრომობილების ხელშეწყობის პოლიიკის ფარგლებში დამატებით 200 დამტენის განთავსება. ღონისძიებაზე ისაუბრეს ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც 2 000-მდე ავტოფარეხის ნაცვლად, 100-მდე ახალი სკვერი მოაწყო.