ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით

2025-06-18 15:51:26+04:00

დააკვირდება თუ არა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვითმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ სწორედ ამ მთავარი არგუმენტის გამო ადგილობრივი არჩევნები დიდი ალბათობით, ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დაკვირვების გარეშე ჩაივლის. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ეუთო-ოდირთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. რას ამბობებ ხელისუფლების ოპონენტები და როგორ აისახევა მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების სანდოობის ხარისხზე.