გიორგი ვაშაძის მხრიდან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენი 20 ივლისს გამოცხადდება. სახელმწიფო ბრალდებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. გიორგი ვაშაძეს "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ედავებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაბარების მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა ღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გადაიხადა.