გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

2025-06-18 12:34:31+04:00

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა, ,,დიდი შვიდეულის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც კანადამ უმასპინძლა. როგორც, კირ სტარმერი განმარტავს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. შეხვედრას ასევე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ კირ სტარმერთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა საკითხები განიხილა.