პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებებისთვის ხელმეორედ დაიბარეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კომისიასთან თანამშრომლობას არც ახლა აპირებენ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, კომისიას კითხვები აქვს ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან. გახარია-საქართველოსთვის ლიდერი სავარაუდოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს. რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები?!