თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა დასრულდა - როდის გამოცხადდება საქმეზე განაჩენი და რა ხდებოდა პროცესზე - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა დასრულდა - როდის გამოცხადდება საქმეზე განაჩენი და რა ხდებოდა პროცესზე

2025-06-18 12:12:05+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა. საქმე ეხება დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რის შემდეგაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალი წაუყენეს. როდის გამოცხადდება საქმეზე განაჩენი და რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე?!