უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უნდა განაგრძონ დონალდ ტრამპისადმი მოწოდება, გამოიყენოს რეალური გავლენა, რათა აიძულოს პუტინი, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ისაუბრა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად უარყოფს ყველა სამშვიდობო ინიციატივას. შგახსენებთ, დონალდ ტრამპმა დროზე ადრე დატოვა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. დონალდ ტრამპის განმარტებით, მან უნდა თვალი ადევნოს ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტს.