კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში აიპის ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში აიპის ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2025-06-18 09:31:20+04:00

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში აიპის ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა პროგრამის ორი ძირითადი მიმართულების - ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს შეეხო.

შეხვედრაზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ საქართველოს მასშტაბით უკვე 8500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.