საპროტესტო აქციების 202-ე დღეს დემონსრანტებმა საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტების განცხადებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.