საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა სამმაგი კრიზისის წინაშე დგას. საფრანგეთის სენატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გზავნილები სოციალური ქსელით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ევროპულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, სულ უფრო აღრმავებს კავშირებს რუსეთთან და ავტორიტარულ ქვეყნებთან. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, საგანგაშოა ცნობები ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებების შესახებ, ზურაბიშვილი აქვე დასძენს რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა.