ევროპარლამენტში დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები იმსეჯელებენ თემაზე სახელწოდებით: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ ხუთშაბათს ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგ კრიტიკულ გზავნილებს ელიან.