გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი არიან დაბარებულები - Palitra News

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი არიან დაბარებულები

2025-06-18 09:24:01+04:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით გამოკითხვების სერია გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი არიან დაბარებულები. გუშინ პროკურატურის კითხვებს ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მას ინფორმაცია ჰქონდა, როგორც ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების, ასევე გზის გაყვანის საჭიროების შესახებ. უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნა. ექსპრემიერის გუნდში კი ამტკიცებენ, რომ საგუშაგოს დადგმით ქვეყანამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა.