იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება - Palitra News

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება

2025-06-18 08:56:38+04:00

ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაიხურება, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მითითება მისცა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და მათ მახლობლად მდებარე თავშესაფრის ადგილებში დარჩნენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.