აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. კომისია ამ კონტექსტში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას ახსენებს. კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინიც. მწვავე განცხადებებს კრიტიკითვე პასუხობენ "ქართულ ოცნებაში." მათი სიტყვებით, ჰელსინკის კომისია „წვრილმან არასამთავრობო ორგანიზაციას“ დაემსგავსა.