მიუსჯიან თუ არა პატიმრობას ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე? -  განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება - Palitra News

მიუსჯიან თუ არა პატიმრობას ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე? -  განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

2025-06-17 21:48:25+04:00

მიუსჯიან თუ არა პატიმრობას ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე? - განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს. საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ არ ენდობა სასამართლოს, რომლმაც ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას შეუძლია მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. ამასობაშ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლემ მკაცრი სასჯელი უნდა გამოიყენოს, რადგან პოლიტიკოსმა გამიზნულად, პრინციპულად, სუბიექტური შეხედულების გამო, არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება. დაცვის მხარის თქმით კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი სადავოა.