გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივიდა. ამავე საქმეზე, სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე დღეს უკვე გამოკითხეს. უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნა. ექსპრემიერის გუნდში კი ამტკიცებენ, რომ საგუშაგოს დადგმით ქვეყანამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა. რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.