14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში რიგით მეორე კინოდაჯილდოება „ელისო“ გამიართა. ღონისძიება კიდევ ერთხელ დაეთმო იმ ქართველი კინემატოგრაფისტების გამორჩეულ ნამუშევრებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ კინოში ახალი სიტყვით გამოირჩევიან. უკვე მეორე წელია, „ელისოს“ მხარდამჭერი და სპონსორია „კოკა-კოლა“, რომელიც ერთგულად უდგას მხარში ქართულ კინოსა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ინიციატივებს.