სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ,,მეთადონი", „ლირიკა“ და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს იმერეთში. სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.