რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს. დღესვე ფიცი დადეს ასევე, ბათუმში მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. 4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა.