საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2025-06-17 15:40:53+04:00

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად, ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.