კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა უკვე დასრულდა. ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაოს გადაუხდელობის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.