მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა - Palitra News

მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა

2025-06-17 12:35:24+04:00

მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მიზნით თავიანთი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჟან-ნოელ ბაროსთან და დევიდ ლემისთან გამართა.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ დიპლომატიას, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.