ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა - Palitra News

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

2025-06-17 09:32:00+04:00

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა, - სანქციები 2026 წლის 23 ივნისამდე იმოქმედებს, რომელიც უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას მოიცავს. ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის მხრიდან ყირიმისა და სევასტოპოლის აქნექსია კიდევ ერთხელ დაგმო და განმარტა, რომ ევროპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული რჩება.