დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ფერომონიანი მწერმჭერები განათავსეს. ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება;მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე,დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება.