გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები - Palitra News

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები

2025-06-17 09:25:00+04:00

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები. ამავე საქმეზე, პროკურატურამ საქართველოს უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის უფროსი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაკითხა. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარია კი დროებით საგამოძიებო კომისიაში ხელმეორედ დაიბარეს. საქმეზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.