ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი განცხადებით, ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბოლო დღეებში ირანის ბირთვულ ობიექტებს დამატებითი ზიანი არ მიადგა. მისივე განმარტებით, ნათანზის ობიექტის გარშემო რადიაციის დონე უცვლელია და ნორმალურ მაჩვენებელს შეესაბამება, თუმცა თავად ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში დარჩება და შემოწმებას მაშინ გააგრძელებს, როდესაც ადგილზე უსაფრთხო გარემო იქნება.