ევროსაბჭომ საქართველოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეები გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადაიტანა - Palitra News

ევროსაბჭომ საქართველოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეები გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადაიტანა

2025-06-16 20:40:09+04:00

ევროსაბჭომ საქართველოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეები გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადაიტანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დამატებითი მექანიზმია, რათა საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებას სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება მოჰყვეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სავალდებულო გახადოს სამართალდამცავების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარება და გაზარდოს სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ვიდეო დოკუმენტირების ეფექტიანობა და მასშტაბი.