საჯარო რეესტრს ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია “საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი - Palitra News

საჯარო რეესტრს ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია “საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი

2025-06-16 20:26:18+04:00

საჯარო რეესტრს ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია “საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი, რომლის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საჯარო რეესტრმა მათი ორგანიზაცია დაარეგისტრირა, სიცრუეს წარმოადგენს. მათივე ინფომრაციით, საჯაარო რეესტრმა რეალურად სხვა პირების მიერ შექმნილი ორგანიზაცია დაარეგისტრირა და მათ 78-ე მუხლის სახელწოდება და ლოგო კანონდარღვევით მიისაკუთრეს. პროფესიული კავშირის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ ეუბნებოდა საჯარო რეესტრი აღნიშნულ ორგანიზაციას 5 თვის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარს და რატომ დაარეგისტრირეს მსგავსი სახელწოდებით სხვა პირების მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანება 5 დღეში.