ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიცია საერთო მოსაზრებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდება. კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ საკითხზე დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოდიან. „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი მუციპალურ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გამორიცხავენ. ბოიკოტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას შორის საბოლოო არჩევანს ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებენ „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადება, რომლითაც ის უარს ამბობს აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეონაზე - ჯაფარიძე განმარტავს, რომ ვიდრე ამ შეკითხვაზე ოპოზიციას ერთიანი პასუხი არ ექნება, ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ ვერ მოუწოდებენ.