დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე იმსჯელეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც დაკისრებული გირაო გადაიხადა, პატიმრობის შეფარდებას კვლავ არ გამორიცხავს. რაც შეეხება, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საქმეს, სასამართლო გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს.