მედია - ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა - Palitra News

მედია - ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა

2025-06-16 20:17:06+04:00

ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობას დაარტყა , - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე დარტყმის განზრახვის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმაც გაავრცელა.

„ირანული პროპაგანდის ინსტუმენტი გაქრობის პირასაა. ახლომდებარე ადგილებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.