აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს

2025-06-16 15:35:09+04:00

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს. გერმანული მედიის ცნობით,ეს ინფორმაცია კანანასკისში სამიტის დაწყებამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ხვალ, 17 ივნისს უნდა ჩავიდეს. შეგახსენებთ, ტრამპი და ზელენსკი ბოლოს პირისპირ აპრილის ბოლოს, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვედნენ ერთმანეთს.