,,დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. კანადაში, უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი „დიდი შვიდეულის“ სამიტია ტრამპის მონაწილეობით. გრენლანდიაში ვიზიტის შემდეგ, სამიტზე ასევე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ადგილზე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც,რომელმაც სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ამ მიზნის მისაღწევად, სანქციები უნდა გაამკაცრონ. შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის პირველ დღეს გლობალურ ეკონომიკაზე ფოკუსირდებიან. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ტყის ხანძრები, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა.